მაჯდ-ოს-სალტანე თავის წიგნში „ქალაქ თბილისის აღწერა“ გვაძლევს XIX საუკუნის მიწურულის თბილისის ცხოვრების სურათს, აგვიწერს ქალაქის კულტურულ-ეკონომიური ყოფის სხვადასხვა მხარეს. თბილისის გარდა ავტორი ეხება აგრეთვე კავკასიის
ადმინისტრაციულ დაყოფას, მის ცენტრებს, მოსახლეობას და ნაწილობრივ ისტორიასაც.