წიგნის პირველი ნაწილი დეტალურად განიხილავს ბავშვობის მნიშვნელობასა და ბავშვთა უფლებებს. ბავშვებისთვის მიძღვნილი ადამიანის უფლებების სამი ინსტრუმენტის დებულებები საფუძვლიანად არის განხილული. მეორე თავი ბავშვის უფლებების კონვენციის რვა კლასტერად წოდებული საკითხების დეტალურ განხილვასა და ილუსტრირებას ეძღვნება. წიგნის ეს ნაწილი ასევე შეეხება ბავშვის განმარტებას საერთაშორისო სამართალში. დასკვნითი, მესამე ნაწილი ბავშვის უფლებების კონვენციის მონიტორინგს, მის განხორციელებასა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმებს შეეხება.