სახელმძღვანელოს ყოველი თავის ბოლოს მოცემულია ჩანართები ქართული სანივთო სამართლიდან, სადაც მოკლედ განხილულია ძირითადი მსგავსებები და განსხვავებები გერმანული და ქართული სანივთო სამართლის სამართლებრივ ინსტიტუტებსა და ცალკეულ ნორმებს შორის. ასეთი ჩანართები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება შედარებით-სამართლებრივი კვლევით დაინტერესებული მეცნიერ-იურისტებისათვის.