კრებული მოიცავს ქართველი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, 2019 წელს, სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა თუ ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ წერილებს, სტატიებს, რეცენზიებს, მიმოხილვებს, ინტერვიუებს. მასში ასახულია ქართულ თეატრში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესები და ტენდენციები, წარმატებული თუ წარუმატებელი სპექტაკლები, საფესტივალო ცხოვრება, სარეპერტუარო პოლიტიკა, უახლესი ქართული თეატრის შემოქმედებითი მიღწევები, ექსპერიმენტები.