,,იადიგარ დაუდი ქართული მედიცინის ისტორიის წერილობით წყაროთა შორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლია,რომელშიც დაცულია, ძველი ქართული ფილოსოფიურ-მედიკური კონცეფციის ამსახველი მასალები. ცალკე თავებში განხილულია
ანატომიურ-ფიზიოლოგიური მოძღვრება, სადაც ავტორი ვრცლად და ყოველმხრივ განიხილავს ჰიგიენის, დიეტეტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის საკითხებს".