,,წინამდებარე კომენტარების ავტორები მაქსიმალურად ეცადნენ, რომ გაეთვალისწინებინათ კონსტიტუციური ნორმების თავისებურებები. კომენტარების მომზადებისას, ასევე, დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას. შეძლებისდაგვარად ფართოდ არის გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, დასავლეთის ტრადიციული დემოკრატიისა და ე.წ. ახალი დემოკრატიის ქვეყნების სასამართლო პრაქტიკა. როგორც სასამართლო პრაქტიკის მასალები, ისე სამეცნიერო ლიტერატურა გამოყენებულია 2004 წლის აგვისტოს მდგომარეობით".