პროფ. ილია აბულაძის პალეოგრაფიულ ალბომში „ქართული წერის
ნიმუშები“ წარმოდგენილია ქართული დამწერლობის სამივე სახის (მთავ–
რულის, ნუსხურისა და მხედრულის) ნიმუშები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით V ს-დან XVIII ს-ის ჩათვლით. ნიმუშების პარალელურად მოემულია მათი წაკითხვა თანამედროვე შრიფტით. პალეოგრაფიულ ალბომს ერთვის ქართული ანბანი ძეგლების მიხედვით, ნიმუშების სახით
შესულ წარწერათა და ხელნაწერთა აღწერილობა და ქარაგმათა გახსნა.
პალეოგრაფიული ალბომის მეორე გამოცემა რამდენადმე შეიესო იმ
მასალით, რომელზეც ავტორს თავის დროზე ხელი არ მიუწვდებოდა. პალეოგრაფიული ალბომის დანიშნულება სცილდება სასწაელო მიზანს, იგი
სამსახურს უწევს ძველ ქართულ მწერლობაში მომუშაეე სპეციალისტებსაც.