კრებული ეძღვნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის – მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების 85 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილეს. კრებულში შესულია პროფესორ-მასწავლებელთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა სამეცნიერო სტატიები, აგრეთვე მ. ლორთქიფანიძის მეგობრების, კოლეგებისა და ასპირანტების მოგონებები.