"წინამდებარე ნაშრომი თვალნათლივ წარმოაჩენს, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლების ერთგვაროვანი გაგება ქართულ სამართლებრივ სივრცეში ჯერ კიდევ დიდ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმირების შედეგად გამოხატვის თავისუფლება მაღალი საერთაშორისო სტანდარტებითაა დაცული, სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ამ უფლებით სარგებლობაში დაუსაბუთებელ ჩარევას ხშირად იმ მოსამართლეთა მსოფლმხედველობრივი პრობლემა განაპირობებს, რომელთაც უჭირთ ლიბერალური ღირებულებების გათავისება და დღესაც საბჭოთა კოდექსებით ხელმძღვანელობენ" – თამარ კინწურაშვილი.