ნაშრომში თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის, უცნობი საარქივო მასალის, პერიოდული პრესისა და ახალი მეთოდოლოგიური პრინციპების საფუძველზე კომპლექსურად შესწავლილია საქართველოში ტოტალიტარული რეჟიმის დამკვიდრებისა და განმტკიცების თავისებურებანი, გარკვეულია საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენის (ინტელიგენციის, ბურჟუაზიის, მუშების, გლეხობის, ახალგაზრდობის) ახალი რეჟიმისადმი დამოკიდებულების ხასიათი.