ნაშრომში შესწავლილია XI-XIII საუკუნეების საქართველოს ქალაქების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქის ტერიტორიული ზრდისა და დემოგრაფიის საკითხებს, შესწავლილია ხელოსნობის
სხვადასხვა დარგები და ხელოსნური წარმოების მასშტაბურობა, გაშუქებულია სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობათა რიგი საკითხები, მოცემულია ფეოდალური ქალაქის გარეგანი სახის სურათი, ნაშრომში გარკვეული ადგილი ეთმობა ქალაქის სასოფლო-სამეურნეო რაიონსაც.