ნაშრომი ეხება ჩვევის შემუშავებასა და გადანაცვლებაში ინდივიდუალური განსხვავებულობის პრობლემას. ექსპერიმენტულადაა შესწავლილი განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიურ თავისებურებათა მნიშვნელობა სენსომოტორული ჩვევის შემუშავების სისწრაფესა და ერთი სენსომოტორული ჩვევიდან მეორეზე გადანაცვლებაში. ნაჩვენებია, რომ ინდივიდუალური განსხვავებულობები სენსომოტორული ჩვევის შემუშავების სისწრაფესა და გადანაცვლებაში განწყობის ინდივიდუალურ-ტიპოლოგიური თავისებურებებითაა განსაზღვრული.