ნაშრომი ეძღვნება არქეოლოგიურად ნაკლებად შესწავლილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ნამოსახლარების ხასიათის კვლევას, კერძოდ, რომაულ–ბიზანტიური სტრატეგიული პუნქტების წარმოქმნისა და მათი ფუნქციონირების საკითხებს. მას საფუძვლად დაედო ციხისძირში 1983-1987 წლებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები (არქიტექტურული ნაგებობები, კერამიკული და მინის ნაწარმი, სამარხეული კომპლექსები, მონეტები), აგრეთვე სამეცნიერო მიმოქცევაში არსებული შემთხვევითი აღმოჩენები (ე. წ. ციხისძირის განძი და რომაული დამღიანი აგური).