,,დასტურლამალი მეფის ვახტანგისა" არის ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლი, რომლიდანაც ჩანს, რომ მასში შესული მთელი საკანონმდებლო მასალა ვახტანგ VI-ს არ ეკუთვნის. დასტურლამალი არის სხვადასხვა დროს შედგენილი დასტურლამების ანუ გარიგების წიგნთა თუ დებულებათა კრებული, რომელიც ვახტანგ VI-მ სისტემურად დაალაგა, ბევრი თავისი დებულებითაც შეავსო და ერთიან სჯულდებად აქცია.