ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ბალავარიანის ქართული რედაქციები

„ბალავარიანი", ეს საშუალო საუკუნეების ე. წ. სასულიერო რომანი, მხოლოდ ერთი რედაქციით იყო ცნობილი ქართულ ენაზე. ძველიდანვე მას, როგორც მის სათაურშია აღნიშნული, „სიბრძნე ბალაჰვარისი ეწოდება. მე-18 - მე-19 სს-ის 6 ნუსხის მიხედვით გამოაქვეყნა ის პირველად 1895 წ. ე. თაყაიშვილმა. მალე ის, 1899 წ. რუსულ ენაზედაც თარგმნა და გამოსცა ივ. ჯავახიშვილმა.
ამ ხანიდან ქართულმა „ბალავარიანმა“ დიდი ინტერესი აღძრა მკვლევართა და მეცნიერთა შორის. ერთი მხრით დაიწყო ამ თხზულების ძველი ნუსხების ძებნა როგორც ქართულ, ისე უცხო ენებზე (ბერძნულ, ლათინურ, სომხურსა და არაბულზე), ხოლო მეორე მხრით კვლევა წარიმართა იმის დასადგენად, თუ რა ურთიერთობა არსებობს სხვადასხვა ენაზე დაცულ „ბალავარიანთა" შორის.