მონოგრაფიაში განხილულია ინდოეთ–საქართველოს ისტორიული ურთიერთობების სათავეების საკითხები, ქართული ლიტერატურის ნიმუშები (მე–20 საუკუნის დამდეგამდე), ისტორიული და ისტორიოგრაფიული წყაროები, რომლებშიც აირეკლა ინდოეთი და ინდური სულიერი კულტურა, ასევე მე-19 საუკუნისა და მე–20 საუკუნის დამდეგის ქართული პრესა („ივერია „კვალი“, „დროება“ „მოამბე,, და სხვა), რომლებშიც ასახულია იმჟამინდელი ინდოეთის სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების მომენტები.