სალომე კაპანაძის წიგნი „ცისფერი ყანწებიდან – უკვდავებამდე" ტიციან ტაბიძის შემოქმედების ერთ-ერთ საინტერესო ნაწილს – პროზას, პუბლიცისტიკასა და ნარკვევებს ეძღვნება. აქ შესულია ბევრი საინტერესო, აქამდე უცნობი მასალა, რომელიც სრულყოფს მისი, როგორც მრავალმხრივი შემოქმედის პორტრეტს.