ძველქართული-ძველსომხური დოკუმენტირებული ლექსიკონი – თავისი ფუნქციით, შედგენილობითა და მოცულობით საეტაპო მნიშვნელობის შრომაა ქართველოლოგიისა და არმენოლოგიის ურთიერთშემხვედრი პრობლემებისა და ამოცანების კვლევა-ძიების საქმეში. ლექსიკონი თავისი სპეციფიკის გამო იშვიათი მოვლენაა აღმოსავლური მწერლობისა და კულტურის სფეროში.