ნაშრომში განხილულია ელინისტური ხანის (ძვ. წ. III - I სს.) კოლხეთის ქალაქების ეკონომიური ისტორიის საკითხები. იგი დაფუძნებულია ძველი კოლხეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო სახელოსნო ცენტრებიდან - ვანიდან, ოჩამჩირიდან, სოხუმიდან მომდინარე ადგილობრივი და იმპორტული კერამიკის შესწავლის შედეგებზე.