რა არის ცნობიერება და თვითცნობიერება? როგორია მისი ნეირონული საფუძვლები? არის ადამიანი ცნობიერი არსება, რეალურად გააჩნია მას თავისუფალი ნება, თუ ეს მხოლოდ ილუზიაა? რა განასხვავებს მას სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან? რას წარმოადგენს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები და რა შემთხვევაში ვხვდებით მათ? შესაძლებელია ცნობიერი მანქანის და ხელოვნური ინტელექტის შექმნა? თუკი ერთ დღესაც ადამიანი მოახერხებს ცნობიერების მქონე მანქანის შექმნას, ვის ეკისრება მორალური პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის ქმედებებზე? აღნიშნული წიგნის მიზანს, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების აღწერა, თანამედროვე კვლევების მკითხველისთვის გაცნობა და დილემურ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობა წარმოადგენს.