წიგნში „ქართული ხალხური საგმირო ბალადა“ განხილულია სტრუქტურული თვალსაზრისით, გამოკვეთილია საერთაშორისო მნიშვნელობის ოთხი კონფიგურაცია, ოთხი პარადიგმული მოდელი. კონკრეტული ტექსტების ანალიზის საფუძველზე ნაჩვენებია, თუ ოთხი კომპოზიციური კონფიგურაცია რამდენ სიუჟეტურ ნაირსახეობას იძლევა საგმირო ბალადაში სიუჟეტური ხორცშესხმისას. ტრისტან მახაური იკვლევს სინამდვილისა და პოეზიის მიმართების ასპექტებს საგმირო ბალადაში, ერთმანეთისაგან მიჯნავს რეალურ ისტორიულ ამბებსა და მითოსურ ელემენტებს, უხვად მოიძიებს ქართული ხალხური საგმირო ბალადების პარალელურ პასაჟებს სხვა ხალხთა საგმირო ლექსებში, ბალადებსა და ეპოსში.