ნაშრომში ყურადღება ფოკუსირებულია დელფოსზე, როგორც სამყაროს ცენტრზე; სწორედ ასეთად განიცდებოდა და ფასდებოდა ანტიკური ცნობიერების მიერ ქალაქი-სამლოცველო დელფოსის მნიშვნელობა. ამასთან, დელფოსში შემუშავებულმა მითოლოგიურმა და რელიგიურ-ფილოსოფიურმა იდეა-წარმოდგენებმა ბევრად განსაზღვრა თანამედროვე ადამიანის
ცნობიერება და ამ თვალსაზრისითაც, დელფოსი სამყაროს ცენტრის იდეის ხორცშესხმაა.