წიგნში, პირველად ჩვენს ისტორიოგრაფიაში, გაანალიზებულია 1956 წლის მარტის ტრაგიკული მოვლენები, მათი გამომწვევი მიზეზები, ნაჩვენებია სამხედრო ნაწილების მიერ მიტინგების ბარბაროსული დარბევა, საიდუმლო სტამბების შექმნა და მათი საქმიანობა. მოთხრობილია ამ მოვლენების აქტიურ მონაწილეებზე, დაღუპულებზე, დაჭრილ-დასახიჩრებულებსა და დასჯილ-რეპრესირებულებზე, მოცემულია დასკვნები და წინადადებები. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.