ქართველი ფილოლოგის, ზაზა შათირიშვილის მონოგრაფიაში განხილულია გალაკტიონ ტაბიძის სტილისტური ინვარიანტები და ინტერტექსტები, „არტისტული ყვავილების“ თემატიკა, 1927 წლის კრებულის პოეტური იდეოლოგია. მაგრამ მთავარი საკითხი, რომელსაც მონოგრაფია ეძღვნება, ისაა, თუ როგორ იქცა გალაკტიონი აკაკის ეპიგონიდან იმ პოეტად, რომელიც რუსთაველს გაუტოლდა.