ნაშრომში განხილულია საქართველოს საგარეო და შიდა ვალების წარმოქმნის მიზეზები, განსაზღვრულია მათი დინამიკა და სტრუქტურა, დახასიათებულია საგარეო დავალიანების სიმძიმის შეფასების კრიტერიუმები, გაანალიზებულია საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობა და დადგენილია საგარეო ვალის ძირითადი თანხისა და მომსახურების გადასახდელების დაფარვის შესაძლებლობები. ამასთან, შემუშავებულია სახელმწიფო ვალის მართვის სრულყოფისა და ეფექტიანად გამოყენებისათვის საჭირო ღონისძიებები.