პარიზში 1076 წელს გარდაცვლილი ქართველი მეცნიერის ვიქტორ ნოზაძის წიგნი „საქართველოს აღდგენისათვის" ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიას 1918 - 1921 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის ისტორიას ვიქტორ ნოზაძე ანზოგადებს უცხოეთში გამოცემულ მანამდე უცნობი მასალების მიხედვით, რაც ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ ისტორიოგრაფიაში. წინამდებარე წიგნი ქართულ საისტორიო კლასიკას მიეკუთვნება და საქართველოში პირველად იბეჭდება.