ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

იპოთერაპია : რაიტთერაპია

ადამიანი ცხენთან უძველესი დროიდან ურთიერთობს. მან ყურადღება მიაქცია იმ განსაკუთრებულ მადლს, რასაც ამ კეთილშობილ ცხოველთან კავშირი იძლეოდა. საუკუნეთა განმავლობაში მიღებული ცოდნა გროვდებოდა, მუშავდებოდა და ამის საფუძველზე XX საუკუნეში ჩამოყალიბდა სრულიად სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უნიკალური მეთოდი – იპოთერაპია. წინამდებარე წიგნი წარმოადგენს ქართველი აკადემიკოსის დიმიტრი წვერავას ნაშრომს, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, მრავალი წელი მოანდომა მიღებული ცოდნის სისტემატიზებას, მეთოდოლოგიის შემუშავებასა და იპოთერაპიის მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებას.