ნაშრომში ახლებურადაა გადაწყვეტილი ძველი ქართული მწერლობის ორ ღირსშესანიშნავი ძეგლის ,,წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვილობის“ და „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრების“ წყაროთმცოდნეობითი შესწავლის უმთავრესი პრობლემები, მიღებულ შედეგთა გათვალისწინებით განსაზღვრულია აღნიშნულ ჰაგიოგრაფიულ ქმნილებათა ადგილი ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიაში.