წინამდებარე შრომაში განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების თითოეული სახის სწავლება წარმოდგენილია ცალ-ცალკე. ნაჩვენებია ის სიძნელეები, რომლებიც წინ ეღობება მასწავლებელს სწავლებისას, შეძლებისდაგვარად მოძებნილია გზები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც მასწავლებელს შეიძლება გაუადვილდეს დაბრკოლებათა გადალახვა.