ნაშრომში განხილულია კოლხური კულტურის ადრერკინის ხანის გრაფიკული დეკორით შემკული მხატვრული ხელოსნობის ძეგლები (ბრინჯაოს ცულები, შუბისპირები, სატევრები, მშვილდსაკინძები და სხვა), რომელთა შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ წინა აზიისა და კერძოდ კი კავკასიის უძველესი ისტორიის რიგი საკითხების გასაშუქებლად.