„ქართული ენის ინგილოური კილოს ლექსიკონი" წარმოადგენს ქართული ენის ერთ-ერთი ურთულესი დიალექტის - ინგილოურის ლექსიკურ აღწერას (მოიცავს 7000-მდე სალექსიკონო ერთეულს). წიგნი თავისი აგებულების პრინციპების, მოცულობისა და მასალის მიხედვით განსხვავებულია დღემდე გამოცემული ყველა სხვა დიალექტური ლექსიკონისაგან. იგი, იძლევა მდიდარ მასალას ამ კილოს ამომწურავი შესწავლისათვის.