ადამიანური რესურსების მართვის ცნებებისა და განსაზღვრებების ლექსიკონი შეიცავს 1400-მდე ტერმინს ადამიანური რესურსების მართვის ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე, როგორიცაა: პერსონალის მართვის მეთოდოლოგია და სისტემის ფორმირება, პერსონალის მართვის სტრატეგია, პერსონალის მართვის, მათ შორის მისი დაგეგმვის ტექნოლოგია, პერსონალის ქცევის მართვა და მისი საქმიანობის შეფასება, პერსონალის მარკეტინგი, პერსონალის შრომის ორგანიზაცია, პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა, დასაქმება და უსაფრთხოება, მოტივაცია და შრომის ანაზღაურება, ინოვაციური მენეჯმენტი საკადრო მუშაობაში, კონფლიქტოლოგია, საქმიან ურთიერთობათა ეთიკა და სხვა.