ნაშრომში განხილულია ქართული გრამატიკის რამდენიმე საკითხი, რომელთაგან უფრო ვრცლად არის წარმოდგენილი ზმნათა პირის ნიშნების ინვერსიის შესაძლებლობა მედიოპასივთა და სტატიკურ ვნებითთა სერიისა და აქტივთა III სერიის ფორმებში.
არის ცდა – საერთო წესებით აღიწეროს აქტანტთა მორფოლოგიური და სინტაქსური მიმართებები ზმნა-შემასმენლებთან.
პირველად კაუზატივთა კონვერსიული პასივების ორი მოდელის არსებობა (ი- პრეფიქსითა და -დ სუფიქსით) ახსნილია მარცვალთან დაკავშირებული მორფონოლოგიური ცვლილებებით.
სამპირიან აქტივთა უღლების პარადიგმებში კი გამოვლენილია ფორმები, რომლებშიც პირცვალებადი ირიბის გვერდით წარმოდგენილია უცვლელად I ან II პირში მდგარი პირდაპირი ობიექტი და, პირიქით, როცა 1 ან II პირში უცვლელად მდგარი ირიბის გვერდით დგას პირცვალებადი პირდაპირი ობიექტი, რაც საჭიროა როგორც პარადიგმათა სისრულისათვის, ისე კოორდინაციის სინტაქსურ თეორიაში გასათვალისწინებლად.