ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

მასალები მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის

გამოცემის წელი1973
გამომცემლობამეცნიერება
რედაქტორინოდარ ასათიანი

წარმოდგენილ ნაშრომში ქვეყნდება მე-17 საუკუნის 60-იანი წლების საქართველოს აღწერილობა, რომელიც შეადგინა ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსის შვილმა პავლე ალეპოელმა. აღწერილობა შეიცავს საყურადღებო ცნობებს ქართული სამეფო-სამთავროების გეოგრაფიული, პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობის შესახებ. მასში დაცულია უფრო ადრეული ვითარების ამსახველი ზოგიერთი ცნობაც (მაგ. დავით აღმაშენებლის რუსეთთან დაკავშირების შესახებ და სხვ). შესავალში გამოკვლეულია მღვდელმთავარი მამა-შვილის საქართველოში მოგზაურობა, აღწერილობის შედგენის გარემოება, აგრეთვე მე-17 საუკუნის 60-იანი წლების საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი ფაქტი.