ნაშრომში, პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში, მოცემულია არამეული ენის ლინგვისტური მიმოხილვა ისტორიულ ასპექტში მისი პირველი წერილობითი ძეგლებიდან – ძვ. წ. X საუკუნიდან დღემდე. იგი ითვალისწინებს არამეული ენის ყველა ძველ ლიტერატურულ დიალექტს - სახელმწიფო არამეულს, სირიულს, მანდეურს და სხვ.