წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი იქნება დიალოგის ფილოლოგიური ანალიზი, რაც გულისხმობს აღნიშნული ნაწარმოების ფილოლოგიური ასპექტების კვლევას, კერძოდ, ესენია: „პოლიტიკოსის”, როგორც ფილოსოფიური დიალოგის, ჟანრობრივი მახასიათებლები, სიუჟეტის განვითარების თავისებურებები და „პოლიტიკოსის” დრამატული ბუნება, ნაწარმოების სტრუქტურა და კომპოზიცია, პლატონის სტილი და ტროპული მეტყველება, ბგერწერის თავისებურებები, პერსონაჟთა შერჩევისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები, ტერმინოლოგიური ასპექტები და სხვ.