ნაშრომში გამოკვეთილია პირველ მსოფლიო ომში განვითარებული ისტორიული მოვლენების როლი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის საქმეში. ნაჩვენებია ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა ომამდე და ომის წლებში, საქართველოს საკითხი ომში მონაწილე ქვეყნების გეგმებში, ქართველი ხალხის ომისადმი დამოკიდებულება და სხვა.