წინამდებარე ნაშრომის მიზანია ზანური წინდებულის ანალიზი. წინდებული ქართველური ენათმეცნიერების ერთ-ერთი საინტერესო საკითხია. წინდებული, ზმნას (აგრეთვე, ნაზმნარ სახელს) დაერთვის თავში – პირისა და სხვა თავსართების წინ და აღნიშნავს ზმნით გამოხატული მოძრაობის, მოქმედების მიმართულებას ან ადგილმდებარეობას მიუთითებს.