ნაშრომში გაეცნობით საქართველოს ისტორიის ფილოსოფიის ისტორიას. ქართული ფილოსოფიური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. უძველესი დროიდან (IV ს) საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებობდა კულტურის კერები, ფილოსოფიური განათლების ცენტრები, სადაც მიმდინარეობდა ინტენსიური მოღვაწეობა, კულტურულ ღირებულებათა შექმნა.