ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი არის ამ ტიპის პირველი გამოცემა საქართველოში. აქ წარმოდგენილია 4000 ერთეული. გამოყენებულია ჟესტური ენის ლექსიკონების ფორმისა და სტილის საერთაშორისო სტანდარტი. თითოეული ერთეული მოცემულია გრაფიკული ფორმით, ერთეულს ახლავს სიტყვიერი განსაზღვრება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონს. განმარტებები გამარტივებულია, რათა ადვილად გასაგები იყოს ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის.