თეიმურაზ I - ის თხზულებათა სრული კრებული. მან შემოიღო ქართულ მწერლობაში სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი და ტრადიციული თემატიკაც გაამრავალფეროვნა. მან დაამკვიდრა მაჯამური ლექსის ფორმა და ამ მხრივ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე. შემოიღო გაბაასების ჟანრი, რომელმაც მტკიცედ მოიკიდა ფეხი ქართულ მწერლობაში.