,,კრებულში ქართული სამართლის პასაჟები, ცალკე არ არის გამოყოფილი, რადგან ნაშრომის მიზანი უცხო ქვეყნების სამართლის დოქტრინების გათვალისწინებით ქართული სამართლისათვის დასკვნების გაკეთებაა და ეს უშუალოდ უცხოური სამართლის მიმოხილვისას გზადაგზა ჩანართის სახით ხდება. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია გერმანული სამოქალაქო სამართლის ინსტიტუტების ქართულ სამართალთან შეპირისპირებაზე, რის გამოც, კრებულში მაგალითებად არის მოყვანილი გერმანიის სამოქალაქო კოდექსის დანაწესები".