ნაშრომში განხილულია საჩხერის რაიონის სოფელ საირხეში არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის უნიკალური არქეოლოგიური ძეგლები, რომლებიც ნათელ წარმოდგენას იძლევა ჩვენი ქვეყნის უძველეს ისტორიაზე, მის კულტურაზე. მოკვლეული მასალები სრულიად ახალ გვერდს შლის საქართველოს უძველესი ხანის ისტორიაში.