წიგნი აქტიურად იყენებს შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდებს, განიხილავს სამეწარმეო-სამართლებრივი ინსტიტუტების ევოლუციას, საუბრობს მათი ჩამოყალიბების საფუძვლებზე და განვითარების სავარაუდო პერსპექტივებზე. წიგნი გამოყოფს ინვესტიციების დაცვის სფეროში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებს, რაც სამომავლო კვლევების საფუძველი შეიძლება გახდეს.