ნაშრომში განხილულია სტილისტიკის მოკლე ისტორია, მისი განვითარების ეტაპები, საგანი და წყაროები, მიმართება სხვა დისციპლინებთან. აქვე გარკვეულია სტილის რაობა, მისი თავდაპირველი და თანამედროვე მნიშვნელობანი; მოცემულია ენობრივი სტილის ბუნების გარკვევის ცდა; განსაზღვრულია ენობრივი და სტილისტიკური ნორმა, სტილისტიკური მინიმუმი და მაქსიმუმი.