,,ღმერთების შუღლის ქარტეხილში მოქცეულა გონდოლინი, თვალწარმტაცი ქალაქი, რომლის მდებარეობა მტრისთვის ჯერჯერობით უცნობია. მორგოთს, ბოროტების განსახიერებას,- გამორჩეულად სძულს გონდოლინის მეფე, ტურგონი და ამაოდ ცდილობს საგულდაგულოდ დამალული ქალაქის აღმოჩენას. ამ დროს ღმერთებს ცხარე კამათი გაუმართავთ და უმრავლესობა მორგოთთან დაპირისპირებული ულმოს მხარდაჭერაზე უარს ამბობს.ულმოს ერთადერთი იმედი ტუორია - სწორედ მას ავალებს გონდოლინის დაცვას".