წიგნში სემიოტიკისა და დიალექტიკური ლოგიკის დებულებათა საფუძველზე გამოკვლეულია რუკის ენა, როგორც სპეციფიკურ ნიშნობრივი სისტემა. მოცემულია კარტოგრაფიული გამოსახულების შემეცნებით შესაძლებლობათა ანალიზი; გამოკვლეულია შემეცნების ლოგიკური ხერხების – შედარების, ანალიზისა და სინთეზის, აბსტრაჰირებისა და განზოგადების, მეცნიერული მოდელირების კარტოგრაფიული ფორმები.