წინამდებარე ნაშრომი ევროპული კავშირის სამართლის ქართულ ენაზე მომზადებული პირველ სახელმძღვანელოა. მასში, უპირველეს ყოვლისა, შევიდა უმაღლეს სასწავლებლებში ევროპული კავშირის სამართლის კურსის ფარგლებში განსახილველი თემები, თუმცა სახელმძღვანელო განკუთვნილია არა მხოლოდ სტუდენტებისათვის, არამედ ასევე ევროპული კავშირის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.