წიგნში მოთხრობილია თოთხმეტი წლის სოფი ამუნდსენის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ორწინადადებიან უცნაურ წერილს მიიღებს: „ვინ ხარ შენ? როგორ შეიქმნა სამყარო?“ ასე იწყება სოფის თავგადასავალი, მისი ფილოსოფიური მოგზაურობა სოკრატედან სარტრამდე, ინტელექტისა და ფანტაზიის საკვირველი ნაზავი, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს, ბავშვის თვალით შეხედოს სამყაროს.