წიგნის მთავარი პერსონაჟი ტარტარენ ტარასკონელი ერთი ტრაბახა, ფანტაზიორი, მატყუარა, მხიარული და ილუზიებით შეპყრობილი კაცია, რომელსაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ უშიშარი გმირია. ამ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავდა – მწერლის შორეული ბიძაშვილი, რომელთან ერთადაც ალფონს დოდემ ალჟირში იმოგზაურა.